ლევან დავითაშვილი აშშ-ის კორნელის უნივერსიტეტის  სტუდენტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ნიუ-იორკის შტატის კორნელის უნივერსიტეტის სამუელ კერტის ჯონსონის ბიზნეს სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა გარემოს დაცვისა და აგრარული დარგის განვითარების მიმართულებებით სახელმწიფო პოლიტიკაზე მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ აქტივობებზე. მისივე ცნობით, ყურადღება მწვანე ეკონომიკის პრიორიტეტულობაზე გამახვილდა.

„საუბარი შეეხო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით სამინისტროს მიერ გარემოსდაცვითი კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს; ასევე, გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს, ვებპორტალს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ ინფორმაციის მიღება.

ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ევროპულ ნორმებთან ჰარმონიზაციის პროცესი წარმატებით ხორციელდება. მინისტრმა ქვეყანაში ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტების წარმოების საკითხებიც განიხილა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ნიადაგურ-კლიმატური პირობები მრავალი სხვადასხვა კულტურის მოყვანის შესაძლებლობას იძლევა.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო მეღვინეობის სფეროს განვითარების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის ტენდენციას და დარგის პრიორიტეტულობის საკითხს“, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა სტუმრებს ქართული ღვინის 8 000 წლიანი ისტორია გააცნო და ყურადღება ქართული ვაზის უნიკალურ იშვიათ ჯიშებზე გაამახვილა, საუბარი შეეხო ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციას, რომელსაც იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

მისივე ცნობით, ლევან დავითაშვილმა სტუმრებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელების, დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგულაციების რეფორმის და დარგის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებმა მინისტრს საინტერესო შეხვედრისათვის მადლობა გადაუხადეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა