ირაკლი სესიაშვილი - ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველო როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო ნაწილში მხარდაჭერის მოლოდინშია

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლბში საქართველო როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო ნაწილში მხარდაჭერის მოლოდინშია.

მისი თქმით, ნატო-ს საიუბილეო მინისტერიალი 4 აპრილს გამართება, სადაც მოწვეულები არიან მხოლოდ წევრი ქვეყნები,თუმცა ყველაზე მაღალი რანგის ღონისძიებებში მონაწილეობას საქართველოს დელეგაციაც იღებს.

"თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ამას მივესალმებით. ნატო-ს გენერალური მდივანი სულ რამდენიმე დღის წინ იყო საქართველოში,ასევე იყო სამხედრო კომიტეტი. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო-სთვის შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფცია არის პრიორიტეტი. შესაბამისად, საქართველოსთან თანამშრომლობაც სხვა, მაღალ დონეზეა აყვანილი. ამიტომ, ცხადია, რომ ამ პროცესში ჩვენ ველოდებით მეტ მხარდაჭერას,როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე სამხედრო ნაწილში", - განაცხადა სესიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა