ანონსი 4 აპრილი

4 აპრილს, 10:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კლინიკა „ჯერარსის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიალს დაესწრება.

მის: მუხიანის ქუჩა 2 (კლინიკა მდებარეობს თემქაზე, თემქის ძველ პურის ქარხანასთან და ზღვის ასახვევთან ახლოს)

4 აპრილს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სხდომა, რომელზეც შსს და მოქალაქე ალექსანდრე ახალკაცი იქნებიან წარმოდგენილები. შსს ალექსანდრე ახალკაცს ბრალს სდებს 166 და 173 მუხლების დარღვევაში. ალექსანდრე ახალკაცი არ აღიარებს ბრალს და საპატრულო პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს.

საკონტაქტო: ალექსანდრე ახალკაცი - 599 179 128, 551 146 096

4 აპრილს, 10:30 საათზე, თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: როგორ ხვდება თბილისის ახალი ზოოპარკი სეზონს - რას დაპირდნენ და რა აღმოჩნდა რეალობა; ცხოველები, რომლებიც ქრებიან.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

4 აპრილს, 11:00 საათზე, ISET-ში პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში გაიმართება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შესრულების განხილვა.

შეხვედრაზე სსიპ-ის "აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი მიმოიხილავს სააგენტოს საქმიანობას და ისაუბრებს მომავალ გეგმებზე.

მის.: ზანდუკელის ქ. 16;

საკონტაქტო: ხათუნა საღინაძე - 599284000

4 აპრილს, 11:00 საათზე, ,,საქართველოს მდგრადი განვითარების ასოციაციის" კონფერენცია გაიმართება, რომელიც შეეხება გაეროს მე-16 მიზანს - მშვიდობას, უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას. ღონისძიებას გახსნის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - სოფიო კილაძე.

მის.: პარლამენტის კინოდარბაზი (0 სართული)

საკონტაქტო: 555480515 მაკა ტოხიშვილი

4 აპრილს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში გამართავს პრესკონფერენციას პატიმრის წამებისა და ცემის ფაქტის შესახებ.

მის.: აკაკი გახოკიძის 11ა

4 აპრილს, 11:00 საათზე, სპორტკომპლექსში „არენა I“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ერთობლივი ორგანიზებით, სპორტის საერთაშორისო დღისამდი მიძღვნილი სემინარი ჩატარდება. სემინარს მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე და ფედერაციის პრეზიდენტი მაია აზარაშვილი გახსნიან.

4 აპრილს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ყოფილი მეუღლის მხრიდან შესაძლო ძალადობის საქმე. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადება.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1,

საკონტაქტო.: 593 53 45 24

4 აპრილს, 12.00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გორში 9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის პროცესი გაიმართება.

4 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

4 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი სოფიო ხორგუანი თბილისის მერს, კახა კალაძეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის საკითხებში არსებული პრობლემების მოგვარების შესახებ განცხადებით მიმართავს და საკუთარ წინადადებებს შესთავაზებს.

ევროპულ გამოცდილებებზე დაყრდნობით შემუშავებულ საკუთარ ინიციატივებზე, ხორგუანი მედიასთანაც ისაუბრებს.

მის: შარტავას ქ. № 7

საკონტაქტო პირი: ირმა ბერიშვილი (595577501)

4 აპრილს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ბილთმორში“ გაიმართება თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პრეზენტაცია. ღონისძიებას გაუძღვება მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება 2018 წელს თბილისის მერიის მიერ განხორციელებული და მხარდაჭერილი კულტურის მიმართულების პროექტების ანგარიში, 2019 წლის სამოქმედო გეგმა, განხორციელებული კვლევის შესახებ ინფორმაცია და დაფინანსების ახალი წესი.

მის: რუსთაველის გამზ. 29

საკონტაქტო: ჯაბა სიხარულიძე - 577 28 87 87

4 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა ჩატარდება, რომლის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.

მის: ინგოროყვას 7

4 აპრილს, 14:00 საათზე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, მსოფლიოს მიუსაფარ ცხოველთა დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალურ თავშესაფარში ღონისძიებას გამართავს. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებისათვის თავშესაფარის ტური და ცხოველების გაჩუქების აქცია მოეწყობა, ბავშვებისათვის კი სხვადასხვა აქტივობები ჩატარდება.

მის.: ვარკეთილის მეურნეობა; ა. თვალჭრელიძის ქ. N17ა.

საკონტაქტო: ნატა უზუნაშვილი - 557 51 45 66

4 აპრილს, 15:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან არსებული, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის შეხვედრა.

სათათბირო ოთახი 418 (C კორპუსი, მე-4 სართული)

4 აპრილს, 15:30 საათზე, სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე #40 -ში მდებარე ლადო ასათიანის სახელობის ბაღს ალექსანდრე ელისაშვილი, ლევან იოსელიანი და სამოქალაქო მოძრაობის სხვა წარმომადგენლები და აქტივისტები დაასუფთავებენ.

4 აპრილს, 19:00 საათზე, გამომცემლობა „დიოგენე“ იუკიო მიშიმას „ნიღბის აღსარების“ პრეზენტაციაზე გიწვევთ.

მის.: ი.ჭავჭავაძის 7, „ბიბლუსი გალერი”.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი