ლაშა დარსალიას ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთის მხრიდან უკმაყოფილებამ გაიჟღერა, რომ საქართველო ნატო-სთან ერთობლივ წვრთნებს ატარებს

რუსეთი კვლავ ირჩევს მუქარის გზას და საქართველოზე ზეწოლას, რათა მან ევროატლანტიკური მიმართულებით თავისი კურსი შეამციროს, - ამის შესახებ საქრთველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რუსეთის ფედერაცია ჟენევის ფორმატსაც ამ კუთხით იყენებს.

„დღეს, რუსეთის მხრიდან უკმაყოფილებამ გაიჟღერა, რომ საქართველო ატარებს ნატო-სთან წვრთნებს, რაც არის საქართველოს სუვერენული უფლება და მიმართული არ არის მესამე მხარის წინააღმდეგ. ზეწოლა და მუქარა ის გზა არ არის, რომლითაც შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას თავის აზრი შეაცვლევინო“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა