ადა მარშანია - პარლამენტის სხდომაზე საზარელი ინციდენტი მოხდა - ჩუგოშვილმა კვიციანს მიკროფონი იმ დროს გამოურთო, როცა პატრიარქის ქადაგებას კითხულობდა

გუშინ პარლამენტის სხდომაზე საზარელი ინციდენტი მოხდა - დარბაზში 15 „ოდეერი“ პარლამენტის წევრი იყო, - ამ სიტყვებით ფრაქციის “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრმა ადა მარშანიამ გუშინდელ პლენარულ სხდომაზე, სხდომის წამყვანის თამარ ჩუგიშვილის მიერ ემზარ კვიციანისთვის მიკროფონის გათიშვა გააპროტესტა.

როგორც ადა მარშანიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ფრაქცია პარლამენტის ეთიკის საბჭოს მიმართავს, რათა გუშინდელ სესიაზე მომხდარი ფაქტი განიხილოს, სადაც “თავად ჩუგოშვილის მხრიდან ჰქონდა ადგილი არაეთიკურ საქციელს“.

“პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ემზარ კვიციანს მიკროფონი გამოურთო და შეაფასა მისი გამოსვლა, როგორც დისკრიმინაციული და არაეთიკური. უფრო მეტიც, მან გაბედა და ემზარ კვიციანს მიკროფონი იმ დროს გამოურთო, როცა პატრიარქის ქადაგებას კითხულობდა და მას ციტირებდა - ესეც შეაფასა როგორც დისკრიმინაციული და არაეთიკური ტექსტი“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე, სხდომის წამყვანმა თამარ ჩუგოშვილმა დეპუტატ ემზარ კვიციანს მის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას მიკროფონი გაუთიშა და ეთიკის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდა. ჩუგოშვილმა კვიციანს მიმართა, რომ პარლამენტის წევრს დისკრიმინაციული გამოსვლების უფლება არ ჰქონდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა