ლევან იზორია - ჩვენ მაქსიმალურად დავხვეწეთ წვევამდელთა სისტემა

ჩვენ მაქსიმალურად დავხვეწეთ წვევამდელთა სისტემა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატის დაწყებამდე განუცხადა.

ლევან იზორიას განცხადებით, წვევამდელები პროფესიულ ჯართან ერთად გადიან წვრთნას, რაც აქამდე არ იყო, ამავდროულად, გაზრდილია მათი ხელფასი და ახალწვეულთა ოჯახებს აქვთ საშუალება, თავად ნახონ და ადგილზე გაეცნონ სიტუაციას, თუ რა პირობებში მიმდინარეობს ახალწვეულთა გადამზადება.

„თავდაცვის უწყების ფარგლებში, ჩვენ მაქსიმალურად დავხვეწეთ წვევამდელთა სისტემა. კერძოდ, მათ აქვთ იგივე მომზადების დონე, როგორიც აქვს პროფესიულ ჯარისკაცს. წვევამდელები საბრძოლო სწავლებას გადიან სხვა ჯარისკაცებთან ერთად, რაც ადრე ასე არ იყო. მათი სახელფასო მონაცემები შვიდჯერ გავზადეთ, მივეცით შესაძლებლობა უქმე დღეებში ოჯახების მონახულების და გამოვეცი ბრძანება, ოჯახის წევრებს წელიწადში ორჯერ შეუძლიათ მოვიდნენ, მოინახულონ ჯარშიც თავიანთი შვილები და ნახონ, რას მიირთმევენ, რა ფორმა აცვიათ, როგორ მომზადებას გადიან, რათა გამჭვირვალობა და ინფორმაციის ობიექტურად მიწოდება უზრუნველვყოთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა