ადვოკატი - პოლიციის სამმართველოში მიმავალ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ვერავინ ნახავს

ადვოკატ ლევან ჩხეიძის განცხადებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა გუშინ საქართველო დატოვა.

"ჩემი მარწმუნებლის დედას გუშინ ღამით გულის შეტევა მას შემდეგ დაემართა, რაც გაიგო, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ის ჰოსპიტალიზებულია ძალიან მძიმე დიაგნოზით. სასწაულებრივადაა გადარჩენილი. ამ წუთას ის მადრიდში ჰოსპიტალში იმყოფება. ჩემი მარწმუნებელი იძულებული გახდა, გუშინ, გვიან ღამით, როცა ეს ამბავი შეატყობინეს, ესპანეთში გამგზავრებულიყო", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, იმის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედა ნამდვილად ცუდად არის, მალე გაასაჯაროებენ.

„როგორც კი ჩავა დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ესპანეთში, სამედიცინო დოკუმენტაციას კლინიკიდან გადმოგვიზავნის და ჩვენ გავასაჯაროებთ“, - განაცხადა ადვოკატმა.

ლევან ჩხეიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ დაკითხვაზე დაბარებული არ ყოფილა, ასევე ქვეყნის დატოვების შესახებ მას გამოძიებისთვის არ უცნობებია.

„ამაში უკანონო ქმედება არ ყოფილა. ბატონ დავითი არ იყო ძებნაში. მის მიმართ არანაირი ბრალდება არ არის ოფიციალურად წარდგენილი. შესაბამისად, საზღვრის გადაკვეთა თავისუფლად შეძლო", - აცხადებს ლევან ჩხეიძე.

რაც შეეხება იმას, საჭიროების შემთხვევაში გამოცხადდება თუ არა დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გამოკითხვაზე, ადვოკატი აცხადებს, რომ პოლიციის სამმართველოში მიმავალ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს „ვერავინ ნახავს“.

"ჩვენი მოწინააღმდეგე მხარისგან განსხვავებით, ჩვენ მხარეს არ დაუკარგავს თავმოყვარეობა. სცენარს, როგორ ადის დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ქალაქის პოლიციის სამმართველოში, ჩვენი მოსახლეობა ვერ ნახავს. ეს სცენა არ დაიდგმება, რადგან ეს არის ცილისწამება, შეურაცხყოფა და აღნიშნულს ადგილი არ ექნება", - აცხადებს ადვოკატი ლევან ჩხეიძე.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატი - პოლიციის სამმართველოში მიმავალ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ვერავინ ნახავს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა