ლევან იზორია - „ჯაველინების“ სისტემა უკვე სრულად შევისყიდეთ და საქართველოშია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, „ჯაველინების“ სისტემა უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ლევან იზორიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იზორიას ინფორმაციით, დაახლოებით 50 მილიონი ლარი წელს შვეულმფრენების რემონტისა და მოდერნიზებისთვის დაიხარჯება.

„დავიწყეთ ტანკსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემის შესყიდვა. „ჯაველინების“ სისტემა უკვე სრულად შევისყიდეთ და სრულად არის საქართველოში. ჩვენ ასევე წელს გამოვყავით 23 მილიონი და ანალოგიური თანხა იქნა გამოყოფილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შვეულმფრენების რემონტისა და მოდერნიზებისთვის. ანუ ეს თანხა დაახლოებით 50 მილიონი ლარია“, - განაცხადა იზორიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა