გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის დაჭრის საქმეზე დაკავებული - გურჯაანის პოლიციაში მცემდნენ და მაიძულებდნენ ჩემი მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა

მცემდნენ, მაიძულებდნენ, რომ მიმეცა თორნიკე ტურიაშვილის წინააღმდეგ ჩვენება, რომ მან გახსნა ცეცხლი პირველმა, - ამის შესახებ უჩა ილაშვილმა განაცხადა, რომელიც ამტკიცებს, რომ გურჯაანის პოლიციაში დაკავების შემდეგ 10-მდე პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა და ითხოვდა, დაკავებულს მეგობრის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიეცა.

მისივე თქმით, თორნიკე ტურიაშვილთან ერთად მდინარეში თევზაობისას თავს შეიარაღებული რეინჯერი დაესხა და 10-მდე გასროლა განახორციელა მეთევზეების მიმართულებით, სროლისას თორნიკე ტურიაშვილი მძიმედ დაიჭრა, რომელსაც 5 ტყვია ზურგის არეში მოხვდა.

საქმე ეხება 22 მარტს მდინარე ალაზანზე მომხდარ ფაქტს, როდესაც ოფიციალური ინფორმაციით, ბრაკონიერებმა გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელს ცეცხლი გაუხსნეს და დაჭრეს.

„პოლიციაში ცემის დროს მივიღე დაზიანებები თავზე, სხეულის მიდამოებში, მუხლებზე. განყოფილებაში ვიყავი დაკავებიდან მეორე დილის 7 საათამდე. მცემდა 10-მდე პოლიციელი, მაგრამ იდენტიფიცირება ორი პიროვნების მოვახერხე. ესენი არიან: პოლიციის უფროსის მოადგილე ბექა ახალაური და პოლიციელი ალექსანდრე შაკიაშვილი. მაიძულებდნენ, რომ მიმეცა თორნიკე ტურიაშვილის წინააღმდეგ ჩვენება, რომ მან გახსნა ცეცხლი პირველმა. სინამდვილეში, შუბითიძემ გახსნა ცეცხლი, რომელიც იყო შიშველი, საცვლების ამარა. ამის შემდეგ დამაკავეს მეორეჯერ და მედავებოდნენ დანაშაულის შეუტყობინებლობას, თითქოს, თორნიკე ტურიაშვილმა გაუხსნა ცეცხლი რეინჯერს და მე ეს არ ვთქვი,” - განაცხადა უჩა ილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კახეთში გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის დაჭრის საქმეზე დაკავებულების ინტერესებს ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს. ორგანიზაციის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის ცნობით, თორნიკე ტურიაშვილს და უჩა ილაშვილს, რომლებიც მდინარეზე უკანონოდ თევზაობდნენ, ცეცხლი თავდაპირველად გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელმა გაუხსნა, თუმცა ფაქტის მიჩქმალვის მიზნით, გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლება დადგეს სცენა, თითქოს პირველად ბრაკონიერმა ესროლა თოფი გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელს.

რაც შეეხება პოლიციის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობას, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ არცერთ გამომძიებელს არ დაუსვამს კითხვა, თუ რატომ ჰქონდა ტყვიების უმეტესობა დაკავებულს ზურგის არეში მოხვედრილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა