ლევან იზორია - იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო აგრესია განხორციელდა, ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი თავდაცვის გეგმა

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სამხედრო აგრესია განხორციელდა, უწყებას კონკრეტულად გაწერილი თავდაცვის გეგმა აქვს.

ამის შესახებ ლევან იზორიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გეგმა უზრუნველყოფს მოწინააღმდეგის მაქსიმალურ შეჩერებას და სტაბილურობას ქვეყანაში.

„აბსოლუტურ თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკა ნატო-ს მიერ გაჟღერებულ შეკავებისა და თავდაცვის პრინციპებთან. შესაბამისად, ტოტალური თავდაცვის ჩვენეული კონცეფცია ამ ორ პრინციპს ეფუძნება. შეკავება ნიშნავს ორი კომპონენტის ერთობლიობას, როგორც პოლიტიკური ისე სამხედრო კომპონენტისას, ანუ ისეთი მაღალი ხარისხის გარემოს შექმნას, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ჰქონდეს იმის განცდა, რომ შეტევის შემთხვევაში მას ეს ძვირად დაუჯდება, როგორც პოლიტიკურად ისე სამხედრო თვალსაზრისით. თუმცა მარტო შეკავება არ არის მთავარი, მთავარია თავდაცვაც. იმ შემთხვევაში თუ სამხედრო აგრესია განხორციელდა ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი თავდაცვის გეგმა თავისი სტადიებით, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მაქსიმალურად შევაჩეროთ მოწინააღმდეგე, მაქსიმალურად იქნეს სტაბილურობის უზრუნველყოფა ქვეყანაში“, - განაცხადა იზორიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა