ივანე მაჭავარიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს, მატეო პატრონესა და ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მაჭავარიანმა კატარინა ჰანსენს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მან იმედი გამოთქვა, რომ მისი ხელმძღვანელობით, ბანკის რეგიონული ოფისი კვლავ გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ქვეყნის როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორთან.

„როგორც ახალმა რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია და მას დიდი პოტენციალი გააჩნია შემდგომი განვითარებისთვის. მისი თქმით, ამისთვის აუცილებელი წინაპირობაა, გლობალურ ეკონომიკაში შემდგომი ინტეგრაცია, რისთვისაც EBRD-ი გააგრძელებს განვითარების პროცესის მხარდაჭერას ინვესტიციების შემდგომი ზრდითა და რეფორმების მხარდაჭერის გზით.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები. ამასთანავე, ბანკის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ EBRD-ი მხარს დაუჭერს საქართველოს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: განათლება, ენერგეტიკა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

ბანკის ახალი რეგიონული დირექტორი კავკასიაში უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად 1-ლი აპრილიდან შეუდგა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ბრუნო ბალვანერა შეცვალა, რომელმაც ცენტრალურ აზიაში ბანკის მმართველი დირექტორის თანამდებობა დაიკავა“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა