რომან კაკულია ლევან იზორიას - ცოტა გაოცებული ვარ, ორი საათია ვსაუბრობთ და სიტყვა რუსეთი საერთოდ არ გაჟღერებულა

ბატონო ლევან, ცოტა გაოცებული ვარ, ორი საათია ვსაუბრობთ და სიტყვა რუსეთი საერთოდ არ გაჟღერებულა, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას.

რომან კაკულიას განცხადებით, ქვეყანაში არსებობს რუსული ორიენტაციის მქონე ძალა, რომელიც საკუთარი მიზნის მისაღწევად, სამომავლო საფრთხედ, ნატოსკენ მიმავალ გზას ასახელებს.

„ჩვენ ვიცით, რომ არის ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული რუსული ორიენტაციის ძალა ქვეყანაში, რომელიც თავის რიტორიკად, მიზნის მისაღწევად, იყენებს რუსეთის საფრთხეს ჩვენი ქვეყნისადმი ნატოსკენ მიმავალ გზაზე. იმის გამო, რომ ბევრ ადამიანს, რომელსაც ევროპული ორიენტაცია გვაქვს და არ გვინდა ვიყოთ ასოცირებული ამ პოლიტიკოსებთან, ცხადია არ ნიშნავს იმას, რომ ეს საფრთხე არ არსებობს. გამომდინარე აქედან, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, თქვენ როგორ უყურებთ ამ თემას. რა მოტივით არ ისაუბრეთ ამ თემაზე, განმიმარტეთ თუ შეიძლება“ , - აღნიშნა რომან კაკულიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას უსმენენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა