ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ეთიოპიაში გასულ თვეს მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

როგორც წინასწარ ანგარიშშია ნათქვამი, პილოტები რეკომენდირებულ ყველა პროცედურას მიყვნენ, მანამ, ვიდრე კატასტროფა მოხდებოდა. თუმცა, მიუხედავად მათი მცდელობისა, მათ ვერ შეძლეს ლაინერის გაკონტროლება.

შეგახსენებთ, „ბოინგ 737 მაქს“-ის მოდელის თვითმფრინავი, რომელიც ადის-აბებადან ნაირობიში მიფრინავდა, 10 მარტს ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 157 ადამიანი დაიღუპა. ეს „ბოინგის“ ამ მოდელის რიგით მეორე კატასტროფა იყო 5 თვის განმავლობაში, რის გამოც მსოფლიოს ათობით ქვეყანაში ამ მოდელის ლაინერების ფრენა შეაჩერეს. კატასტროფის მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. დასახელდა რამდენიმე ვერსია. „ეიბისის“ ცნობით, მათ შორის შესაძლოა, ეს იყოს ფრინველის ან რაიმე უცხო საგნის დაჯახებაც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა