მამუკა ბახტაძე - ის, რომ რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე არ უნდა იყოს ბარიერი

ის, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას, არ უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ეს იყოს ბარიერი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, არცერთ ქვეყანას არ აქვს იმის უფლება, რომ რომელიმე ერს სუვერენული არჩევანი შეუზღუდოს.

„ნატო-ში ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ის ფაქტი, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მხარს უჭერს ამ იდეას, ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ის ეფუძნება ღირებულებებს. ჩვენ ვაშინგტონში მოვისმინეთ ძალიან ძლიერი გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება სუვერენული არჩევანი შეუზღუდოს რომელიმე ერს, თავისუფალ ქვეყანას და ამ შემთხვევაში საქართველოს. ის ბერკეტი, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%- ის ოკუპაციას, არ უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ეს იყოს ბარიერი. ჩვენ ამის შესახებ მოვისმინეთ გზავნილები ნატო-ს გენერალური მდივნისგან და ასევე, მოვისმინეთ ვაშინგტონში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა