ლევან იზორია - ინფორმაცია, რომ თურმე, ჩინური „ბათინკებით“ ხდება ჯარის მომარაგება, არის  აბსურდი და აბსოლუტური ტყუილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, საქარველოს ჯარი ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი მაღალყელიანი ფეხსაცმლით არის აღჭურვილი და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ჯარი ჩინური ფეხსაცმლით მარაგდება.

ლევან იზორიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ყველას მოუწოდა, რომ კორუფციასა და დაუსაბუთებელ ბრალდებებზე მიმართული განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.

„სხვათაშორის, ბოლო ერთ-ერთი კითხვა იყო ასეთი, რომ თურმე, ჩინური „ბათინკებით“ ხდება ჯარის მომარაგება... ეს აბსურდი და აბსოლუტური ტყუილია. 2016 წლის მერე კომპანია „ნიუატლასს“ ტენდერში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. მიიღო სხვა ხელმძღვანელის პირობებში. მაშინ მიღებული ტენდერის პროდუქცია მივიღეთ 2017 წელს და ახლა ჩინური არაფერი არ არის“, - განაცხადა იზორიამ.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა