პარლამენტის ნდობის ჯგუფი განახლებული შემადგენლობითა და წესით დაკომპლექტდება

პარლამენტის ნდობის ჯგუფი განახლებული შემადგენლობითა და წესით დაკომპლექტდება. ამ მიმართულებით მზად არის პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომელსაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარადგენს.

პარლამენტის ნდობის ჯგუფი, რომელიც მოქმედი კანონით ხუთი წევრისგან უნდა შედგებოდეს, სადღეისოდ მხოლოდ ორი წევრით არის წარმოდგენილი - ესენია ირაკლი სესიაშვილი და მაჟორიტარ დეპუტატთა კვოტით წარდგენილი არჩილ თალაკვაძე. უმრავლესობის შემადგენლობიდან გასვლის გამო ნდობის ჯგუფის წევრობა დაკარგა ეკა ბესელიამ და ასევე, ირაკლი აბესაძემ, რომელიც ნდობის ჯგუფში უმცირესობას წარმოადგენდა, მაგრამ თავად საპარლამენტო უმცირესობა დაიშალა. ამასთან, ნდობის ჯგუფში დღემდე ვაკანტურად რჩება უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრისთვის განკუთვნილი კვოტა, რადგან დეპუტატთა ეს ჯგუფი საერთო კანდიდატზე ვერ შეთანხმდა.

“მომზადებული პროექტის მიხედვით, კანონს დაემატება, რომ იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტში უმცირესობა არ არის, ვაკანტური ადგილი იმ დეპუტატების მიერ შეივსება, ვინც მეტი მხარდამჭერის ხელმოწერას წარმოადგენს, ოღონდ არანაკლებ უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების ¼-სა. თუკი პარლამენტში უმცირესობა იქნება, იმოქმედებს წესი, რომლის მიხედვით, ნდობის ჯგუფში ერთ წევრს წარადგენს უმცირესობა, ხოლო ერთს – უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრები. იმ ვითარებაში კი, როცა პარლამენტში უმცირესობა არ არსებობს, მაშინ ამ ორ ადგილს იკავებენ ისინი, ვინც მეტ ხელმოწერას მოიტანენ, მაგრამ არანაკლებ 1/4-სა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ირაკლი სესიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა