თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე საპროტესტო აქციის მონაწილე ტაქსის მძღოლებს შეხვდა და მათი მოსაზრებები მოისმინა

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე საპროტესტო აქციის მონაწილე ტაქსის მძღოლებს შეხვდა და მათი მოსაზრებები მოისმინა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ყველა ის პრობლემური საკითხი განიხილეს, რაც ტაქსის მძღოლების თქმით, ხელს უშლის მათ საქმიანობას.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მერია მზად არის, ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებული სიახლეები ყველა დაინტერესებულ პირს დეტალურად განუმარტოს. მისივე თქმით, ტაქსის მძღოლებს თბილისის მერი კახა კალაძე მომავალ სამუშაო კვირას შეხვდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა