ირაკლი სესიაშვილი - სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თემა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თემა.

როგორც სესიაშვილმა ნატო-ს საიუბილეო მინისტერიალის შემდეგ, იენს სტოლტენბერგის მიერ გაკეთებული საქართველოს მხარდამჭერი განცხადების შეფასებისას აღნიშნა, ჩვენი არჩევანი არის მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა და ქვეყანა ამ გზას არ გადაუხვევს.

„თქვენ ხედავთ, რომ ძალიან ინტენსიურია ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა ნატო-სთან. სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თემა. ასევე ვხედავთ, სამწუხაროდ, რუსეთის არალოგიკურ რეაქციებს, მაგრამ ჩვენ, ჩვენს ხალხთან ერთად გვაქვს არჩევანი გაკეთებული, ეს არჩევანი არის მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა და თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ",- განაცხადა სესიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა