გიორგი ქობულია - ბულგარეთი ჩვენთვის ევროპაში მნიშვნელოვანი კარიბჭეა და გვინდა ამ ქვეყანასთან სატრანსპორტო კორიდორი გავაღრმავოთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრთან როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

„ბულგარეთი მნიშვნელოვანი კარიბჭეა ჩვენთვის ევროპაში და გვინდა, გავაღრმავოთ ჩვენი სატრანსპორტო კორიდორი ამ ქვეყანასთან. ეს ეხება როგორც საბარჟო, ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, საკონტეინეროს გამოყენებას,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გიორგი ქობულია 5 აპრილს როსენ ჟელიაზკოვთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველო - ბულგარეთის სავაჭრო - ეკონომიკური და სამეცნიერო - ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის მე-6 სხდომაში და ხელს მოაწერენ კომისიის სხდომის ოქმს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს და ბულგარეთის პორტს ბურგასს შორის ინტენსიური საბორნე მიმოსვლა განახლდა 2015 წლიდან და ყოველწლიურად ბურგასი - ბათუმის საზღვაო ნავსადგურებს შორის საავტომობილო ბორნით გადაზიდული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ზრდადი დინამიკით ხასიათდება. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, გადაზიდული სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი 9,4 პროცენტით მეტი იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა