პაატა იმნაძე - მაქსიმუმ ორი კვირა და ზამთრის ვირუსები თავს დაგვანებებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მაქსიმუმ ორ კვირაში, ზამთრის ვირუსების ტალღა შეწყდება. ამის შესახემ იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გრიპის ვირუსი კიდევ ცირკულირებს, გავრცელებულია H1, H3 და B ტიპის ვირუსები, ამასთან რინოვირუსები, რომლებიც ძირითადად სურდოთი მიმდინარეობს, თუმცა უკვე ძალიან ცოტა რაოდენობით.

„100 000 მოსახლეზე 100 მომართვიანობაა. გახსოვთ, რომ 300-მდე იყო მომართვიანობა და ახლა ნაკლებია. ამასთან, დაიწყო სხვა ტიპის ვირუსებიც და არა გრიპის. ჯერ კიდევ ცივა. რაც უფრო მალე დათბება, მალე გავა ეს ვირუსები. არაფერი საგანგაშო არ ხდება, უბრალოდ ჩვეულებრივი გაზაფხულის ამბავია. ავადობა ისეთია, როგორიც შარშანწინ და შარშან იყო ამ დროს, უბრალოდ, ყურადღება ყოველთვის არის მისაქცევი. მაქსიმუმ ორი კვირა და ზამთრის ვირუსები თავს დაგვანებებს“, - განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, გაციების ვირუსების ტალღის გადავლის შემდეგ, გაზაფხულის პერიოდში, თავს იჩენს ხოლმე ტკიპებით გადაცემადი დაავადებები.

„სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენს ქვეყანაში ცოტაა ამ დაავადებების შემთხვევები, თუმცა მაინც შეიძლება შევხვდეთ გარკვეულ რაოდენობას სხვადასხვა ტკიპებით გადაცემადი დაავადებებისას. შეიძლება იყოს მძიმე შემთხვევები, როგორიცაა კონგოს ცხელება და ნაკლებად მძიმე ანუ ვორელიოზი. თუმცა, ამის რისკი გაცილებით მეტია თუკი ევროპის ქვეყნებში წახვალთ და ტყეში გაისეირნებთ", - განაცხადა იმნაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა