ანდერს ფოგ რასმუსენი - შეცდომა იყო, რომ 2008  წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას MAP-ი არ მისცეს

შეცდომა იყო, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას MAP-ი არ მისცეს, - ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის სტატიაში, რომელიც ნატო-ს 70 წლის იუბილეს ეხება.

„ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში ნატო განაგრძობს ალიანსში ახალი წევრების მიღებას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ გაფართოებისკენ მისწრაფებამ რუსეთის ანტაგონიზირების სიფრთხილე გააჩინა, ამგვარი თავშეკავება არაგონივრულია. ბოლო დროის ისტორია გვიჩვენებს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ნატო მერყეობს, რუსეთი თავდასხმაზე გადმოდის. მაგალითად, 2008 წლის აპრილში ნატო-ს მოკავშირეები ბუქარესტში შეიკრიბნენ, რათა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების საკითხი განეხილათ. გერმანიისა და საფრანგეთის დაჟინებული მოთხოვნით, ჩვენ გადავწყვიტეთ გადაგვედო გადაწყვეტილების მიღება წლის ბოლომდე. ჩემი აზრით, ეს შეცდომა იყო. რამდენიმე თვეში ვლადიმერ პუტინმა საქართველოში შეჭრის შესახებ ბრძანება გასცა და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირება მოახდინა“, - წერს თავის სტატიაში ანდერს ფოგ რასმუსენი.

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ საქართველოს და უკრაინას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ ნატო-ს წევრობისთვის კრიტერიუმების დაკმაყოფილების კუთხით.

„ნატო-სთან მჭიდრო უერთიერთობების პერსპექტივამ ბიძგი მისცა მნიშვნელოვანი დემოკრატიული და სამხედრო რეფორმების განხორციელებას“, - წერს რასმუსენი.

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე, რათა დასრულდეს კონფლიქტი დონბასის რეგიონში და რუსეთმა თავისი ჯარები გაიყვანოს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.

„ალიანსმა მკაფიოდ უნდა გააგებინოს რუსეთს, რომ რუსეთის მიერ ტერიტორიების მიტაცება არ იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი ასპირანტი სახელმწიფოებისთვის გაწევრიანების გზის შესათავაზებლად“, - დასძინა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა