ტერეზა მეიმ ევროკავშირის საბჭოს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღის 30 ივნისამდე გადაწევა სთხოვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს წერილით მიმართა და თხოვა, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღმა 30 ივნისამდე გადაიწიოს.

ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 29 მარტს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მესამედ არ დაუჭირა მხარი ბრიუსელსა და ლონდონს შორის მიღწეულ შეთანხმებას Brexit-ის შესახებ. ამგვარად, ბრიტანეთის პარლამენტმა არ შეასრულა ევროკავშირის პირობა, რომლითაც Brexit-ის თარიღი 22 მაისისთვის გადაიწეოდა თუ პარლამენტი მხარს დაუჭერდა შეთანხმებას.

ევროკავშირის გეგმის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე 12 აპრილამდე უნდა გავიდეს იმ შემთხვევაში, თუ ბრიუსელს არ წარუდგენს ევროკავშირიდან გასვლის ალტერნატიულ ვარიანტებს.

იხილეთ ვიდეო: ტერეზა მეიმ ევროკავშირის საბჭოს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღის 30 ივნისამდე გადაწევა სთხოვა

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს