პეტრო პოროშენკო ზელენსკის შეთავაზებაზე - დებატები შოუ არ არის - ამგვარი აგდებული ან დაუფიქრებელი მიმართვა იულია ტიმოშენკოს და მისი ამომრჩეველისადმი უპატივცემულობაა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ვლადიმერ ზელენსკის წინადადებას გამოეხმაურა, რომ იულია ტიმოშენკო საპრეზიდენტო არჩევნების დებატებზე არბიტრის როლში გამოვიდეს.

„ჩემი პოზიცია შემდეგია. დებატები შოუ არ არის. მივიჩნევ, რომ ამგვარი აგდებული ან დაუფიქრებელი მიმართვა იულია ტიმოშენკოსა და მისი ამომრჩეველისადმი უპატივცემულობას გამოხატავს. მას ხმა ორმა მილიონმა ადამიანმა მისცა და პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვლადიმირ ზელენსკიმ პეტრო პოროშენკოსთან დაგეგმილ დებატებში, რომელიც სტადიონზე გაიმართება, არბიტრის როლი იულია ტიმოშენკოს შესთავაზა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა