„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევის თანახმად, მოსახლეობის ყველაზე მაღალი ნდობა ეკლესიას, ხოლო ყველაზე დაბალი ნდობა პარლამენტს აქვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად ირკვევა, რომ საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის ყველაზე მაღალი ნდობა ეკლესიას, ხოლო ყველაზე დაბალი ნდობა საქართველოს პარლამენტს აქვს. ერთ-ერთი დაბალი ნდობის ხარისხით სარგებლობს მოსახლეობაში სასამართლოც.

კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი 55 % ეკლესიას ან რელიგიური აღმსარებლობის ორგანიზაციებს სრულად ენდობა. სრულ უნდობლობას კი 4 % უცხადებს.

რაც შეეხება სხვა ინსტიტუტებს, მასწავლებლებს სრულად მოსახლეობის 31% ენდობა, სრულ უნდობლობას კი 2% აფიქსირებს. ექიმებს სრულ ნდობას 22% უცხადებს, სრულ უნდობლობას კი 8%. პოლიციას ქვეყანაში სრულად მოსახლეობის 19 % ენდობა, სრულ უნდობლობას 8% გამოხატავს.

ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის 14% სრულად ენდობა, უნდობლობას კი 10% აფიქსირებს.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს, პრეზიდენტს გამოკითხული მოსახლეობის 11 პროცენტი სრულად ენდობა, ხოლო სრულ უნდობლობას 18 % უცხადებს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სრულად ენდობა 10%, სრულ უნდობლობას კი 20 % აფიქსირებს.

საქართველოს პრემიერ- მინისტრს 9%-იანი სრული ნდობა აქვს, ხოლო 15 პროცენტი სრულ უნდობლობას უცხადებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსახლეობის 8 პროცენტიანი სრული ნდობით სარგებლობენ, მათ სრულ უნდობლობას 15 % უცხადებს.

სასამართლოს მიმართ სრულ ნდობას 5% უცხადებს, სრულ უნდობლობას კი 20 % გამოხატავს. საქართველოს პარლამენტს სრულად 5 % ენდობა, სრულ უნდობლობას კი 24 % გამოხატავს. კვლევაში მოხვდა მედიის ნაწილიც, მედიას სრულად მოსახლეობის 3 პროცენტი ენდობა, სრულ უნდობლობას კი 8 % უცხადებს.

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2087 რესპონდენტი და საშუალო ცდომილების ზღვარი 2,3 %-ია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა