გიგა ბოკერია კობა გვენეტაძეს - პირდაპირ გვითხარით, რომ ფეხებზე გკიდიათ კანონის მოთხოვნები, როცა ეს თქვენ გეხებათ - გაბედეთ და გვითხარით

პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უსმენენ, ხმაურით დაიწყო. სხდომის დასაწყისში „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სთხოვეს, ანგარიშის წარდგენამდე, გაეცა მათთვის პასუხი, მივა თუ არა საკომიტეტო მოსმენაზე.

როგორც პარტიის წევრებმა კობა გვენეტაძეს მიმართეს, ახალი რეგლამენტის მიხედვით, მას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს კომიტეტზე მისვლა.

„არა მხოლოდ ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“, რომლებმაც თქვენი მოსვლა მოვითხოვეთ კომიტეტზე, არამედ ბატონმა კობამ ყველას, მთელ პარლამენტს უნდა მოგვახსენოს, ანუ თქვენ კანონზე მაღლა აყენებთ თქვენს თავს, ბატონო კობა? პირდაპირ უთხარით აი ამ ხალხს, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ უბრალოდ ფეხებზე გკიდიათ ჩვენ მიერ მიღებული კანონის მოთხოვნები, როცა ეს თქვენ გეხებათ. გაბედეთ და გვითხარით“, - მიმართა გიგა ბოკერიამ კობა გვენეტაძეს.

ოპოზიციის განცხადებებს უმრავლესობის უკმაყოფილება მოჰყვა. უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, თუ ოპოზიციას ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კითხვები აქვს, მათ შეუძლიათ ეს კითხვები პლენარულ სხდომაზე დასვან და ცალ-ცალკე კომიტეტებზე მისი მიყვანის აუცილებლობა არ არის. თალაკვაძის აღნიშნულ განცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა არჩილ თალაკვაძეს კითხვით მიმართა, რატომ არ სცემს პატივს უმრავლესობა მათ მიერვე მიღებულ კანონს.

„ბატონო არჩილ, კითხვებს აუცილებლად დავსვამთ. მაგაზე არ ინერვიულოთ თქვენ, უბრალოდ ასეთი უტიფარი დეკლარაცია, რომ თქვენ მიერვე მიღებული კანონი ფეხებზე გკიდიათ, რას ნიშნავს? ჩვენ სესიაზეც გვინდა და კომიტეტზეც გვინდა. ორივეს თავისი სპეციფიკა აქვს და თუ თვლიდით, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, კანონში რატომ ჩაწერეთ? რა მორალს გვიკითხავთ აქ? დავუსვათ კითხვებს ნუ ნერვიულობთ. თქვენ გაგვეცით პასუხი, თქვენ მიერვე მიღებულ კანონს რატომ არ სცემთ პატივს. შეწუხდით ფორმატით? გგონიათ, რომ აქ ნაკლებად წამგებიანად გამოიყურებიან თქვენი მინისტრები აქ? ეგ ცალკე საკითხია, რომ არც აქ ვარგიან და არც იქ. თუ იმის თავი არ გქონდათ პოლიტიკურად, რომ ეს გაგეტანათ, რატომ წერდით მაშინ?“ - მიმართა გიგა ბოკერიამ უმრავლესობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა