კობა გვენეტაძე - მოქალაქეები გაუთვითცნობიერებლად მიღებული გადაწყვეტილებების გამო უძრავი ქონების დაკარგვის საფრთხის ქვეშ არიან

700 ათასი მოქალაქე უკვე გადახდისუუნარო აღმოჩნდა. გარდა ამისა, ასი ათასობით ადამიანს მის შემოსავალთან შედარებით არაადეკვატურად მაღალი სესხები გააჩნიათ, - ამის შესახებ კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, მოქალაქეები გაუთვითცნობიერებლად მიღებული გადაწყვეტილებების გამო უძრავი ქონების დაკარგვის საფრთხის ქვეშ არიან.

„საზოგადოებას მინდა შევახსენო, თუ რა მძიმე მდგომარეობა იყო რეგულაციების შემოღებამდე ფიზიკური პირების არაჯანსაღი დაკრედიტების კუთხით. ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და სხვადასხვა კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების სრულიად უპასუხისმგებლო ე.წ. „მტაცებლურმა“, აგრესიულმა დაკრედიტებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. 700 ათასი მოქალაქე უკვე გადახდისუუნარო აღმოჩნდა. გარდა ამისა, ასი ათასობით ადამიანს მის შემოსავალთან შედარებით არაადეკვატურად მაღალი სესხები გააჩნიათ. ვიღებთ, ძალიან ბევრ წერილს მოქალაქეებისგან, რომლებმაც უძრავი ქონება დაკარგეს ან დაკარგვის რისკის ქვეშ არიან გაუთვითცნობიერებლად მიღებული გადაწყვეტილებების გამო“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა