გიორგი კახიანის განმარტებით, თეორიულად შესაძლებელია, რომ კანონპროექტი, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, კენჭისყრაზე დღესვე დადგეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განმარტებით, თეორიულად შესაძლებელია, “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები დღესვე დადგეს კენჭისყრაზე.

“ვერ გეტყვით მიზეზს, რატომ ჩავარდა კანონპროექტი. ცხადია, რომ მხარდამჭერების შესაბამისი რაოდენობა ვერ მოგროვდა. რეგლამენტის გათვალისწინებით, ინიციატორს უფლება აქვს აღნიშნული კანონპროექტი ერთი თვის განმავლობაში განმეორებით დააყენოს კენჭისყრაზე. შესაბამისად, თეორიულად შესაძლებელია, რომ დღესვე დადგეს აღნიშნული კანონპროექტი კენჭისყრაზე. თუ ეს დღესვე ვერ მოხდება, ძალიან დიდი ალბათობით მომდევნო პლენარული სხდომების კვირაში მოხდება განმეორებით, მესამე მოსმენით კენჭისყრა“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კახიანმა.

პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო.

კანონპროექტს მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და კენჭისყრის ამ შედეგით მისი დამტკიცება ვერ მოხდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა