Sky News - დონალდ ტუსკი დიდ ბრიტანეთს Brexit-ის ერთი წლით გადავადების წინადადებით მიმართავს

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი დიდ ბრიტანეთს Brexit-ის ერთი წლით, 2020 წლის 31 მარტამდე გადავადების წინადადებით მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტელეარხი Sky News ავრცელებს.

Sky News-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, დონალდ ტუსკმა ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან საუბრისას განაცხადა, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც ბრიტანეთის პარლამენტი ლონდონსა და ბრიუსელს შორის მიღწეულ შეთანხმებას არ ამტკიცებს, გონივრული გამოსავალი იქნება დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ერთი წლით გადავადება.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბრიტანეთის პარლამენტი Brexit-ის შესახებ შეთანხმებას დაამტკიცებს, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა უფრო ადრეც შეიძლება მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს წერილით მიმართა და თხოვა, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღმა 30 ივნისამდე გადაიწიოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა