პროკურატურა - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა თადუმაძეს სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში, პროკურორების მიერ გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა საქართველოს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში პროკურორების მიერ გაწეული ძალისხმევისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოს გენერალურ პროკურატურას, განსაკუთრებით კი, პროკურორებს: ნინო აღლემაშვილს, ზაზა დათუკიშვილსა და დავით ყაზარაშვილს, მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის 2018 წლის ივლისში სმიტების ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილ შემზარავ დანაშაულთან დაკავშირებით დაწყებულ სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეში. ასეთ საქმეებთან მუშაობა განსაკუთრებით რთულია, მათი წარმატებული გადაწყვეტა კი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და იმ ოჯახებისთვის, რომელთაც ეს ყველაფერი შეეხოთ.

ჩვენ მივესალმებით თქვენს თავდადებას საქმის გახსნისადმი და თქვენ მიერ ოჯახთან, მეგობრებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას გამოჩენილ ადამიანურობას. თქვენი თავდადებული პროფესიონალების შრომამ სამართლის აღსრულებისთვის ყველას გაუჩინა განცდა, რომ საქმე საბოლოოდ წარმატებით დასრულდა.

უღრმეს მადლობას ვუხდით ჩვენს ქართველ მეგობრებს მათ მიერ ამ ურთულეს დროს გაწეული ძალისხმევისთვის“, - ნათქვამია წერილში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა