სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქციას იწყებს

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქციას იწყებს. მაქარაშვილი 47 დღის განმავლობაში მთელ საქართველოს ფეხით შემოივლის, თარიღები კი სიმბოლურად შეარჩია - 9 აპრილიდან 26 მაისამდე. სიმბოლურია მარშრუტის დაწყების და დასრულების ლოკაციებიც - გორი-ზემო სვანეთი.

სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართულ მორიგი აქცია-მსვლელობა ერთგვარი დამოუკიდებლობის მარშია.

,,არ გაჩერდე საქართველო" - ამ სახელწოდების აქციით, მაქარაშვილი საქართველოს ყველა რეგიონის შემოვლას აპირებს. მის მარშრუტში 50-მდე ქალაქი და 400-მდე სოფელი შედის.

სამოქალაქო აქტივისტი სტარტს 9 აპრილს, დილით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა