ანატოლი ბიბილოვი - გაწევრიანდეს საქართველო ნატო-ში, ეს მათი უფლებაა - ჩვენ განვითარების ჩვენი ვექტორი გვაქვს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტთან და ნატო-საქართველოს სამხედრო სწავლებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ მშვიდად ვართ. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია. ეს პოზიცია უცვლელი დარჩება უახლოესი ათასი წლის განმავლობაში. დაე გაწევრიანდეს საქართველო ნატო-ში. ეს მათი უფლებაა. ჩვენ განვითარების ჩვენი ვექტორი გვაქვს. რუსეთთან გვაქვს დადებული ხელშეკრულება. შევამუშავეთ რიგი ღონისძიებები სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის უსაფრთხოების ერთიან კონტურზე“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა

დე ფაქტო პრეზიდენტი ასევე შეეხო ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას, რომელშიც მან რუსეთს მოუწოდა „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა უკან წაიღოს.

„სამხრეთ ოსეთი არასდროს ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში. მეფის რუსეთშიც კი. რა კავშირი აქვს საქართველოს ოსეთთან?“ - დასძინა მან.

იხილეთ ვიდეო: დაე შევიდნენ, ეს მათი უფლებაა - ანატოლი ბიბილოვი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა