ლევან გოგიჩაიშვილი კობა გვენეტაძეს - მეგონა, ისტორიას ჩავაბარეთ ადეიშვილის სტილი, როდესაც ეროვნული ბანკი და პროკურატურა უნისონში მუშაობდა, უკან გვაბრუნებთ?

მეგონა, რომ ჩვენ ისტორიას ჩავაბარეთ ადეიშვილის სტილი, როდესაც ეროვნული ბანკი და პროკურატურა უნისონში მუშაობდნენ, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უსმენენ.

დეპუტატმა გვენეტაძეს იმის თაობაზე ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას პრემიერთან და შს მინისტრთან „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით კონსულტაციები.

გოგიჩაიშვილი ასევე დაინტერესდა, კობა გვენეტაძის პირადი მოსაზრებით, რამდენად სწორია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ფულის გათეთრების კვალიფიკაციით საქმის აღძვრა.

„მე მეგონა, რომ ჩვენ ისტორიას ჩავაბარეთ ადეიშვილის სტილი, როდესაც ეროვნული ბანკი და პროკურატურა უნისონში მუშაობდა. უკან გვაბრუნებთ? გქონდათ თუ არა რაიმე კონსულტაციები და შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, შს მინისტრთან?

თვლით თუა რა, რომ პროკურატურამ ზუსტად იმ საფუძვლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე, კვალიფიკაცია ზუსტად ისეთი მისცა, როგორი ინფორმაციაც თქვენ მიაწოდეთ? თვლით თუ არა პირადად თქვენ, რომ ეს არის ფულის გათეთრება?“ - მიმართა გოგიჩაიშვილმა გვენეტაძეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა