კურტ ვოლკერმა განმარტა, თუ რატომ უნდა მისცენ ხმა უკრაინელებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პეტრო პოროშენკოს

უკრაინის საკითხში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა განმარტა, თუ რატომ უნდა მისცენ ხმა უკრაინელებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პეტრო პოროშენკოს.

„არის კანდიდატი, რომელიც ამბობს, რომ არსებული სისტემის და მოქმედი პრეზიდენტის მოწინააღმდეგეა. თავის მხრივ მოქმედი პრეზიდენტი ამბობს, რომ ბევრი იმუშავა, ბევრს მიაღწია და კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. ახლა უკრაინელ ხალხს არჩევანის გაკეთება მოუწევთ. სურთ თუ არა მათ ის, ვინც უბრალოდ სისტემის წინააღმდეგ გამოდის და ფართო რეფორმებს პირდება თუ სურთ ის, ვინც მათ იმედები გაუცრუა გარკვეულწილად, თუმცა გაცილებით მეტი რეფორმები გაატარა, ვიდრე ვინმეს ოდესმე გაუტარებია უკრაინაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში და ვინც პუტინს უპირისპირდებოდა?“ - განაცხადა კურტ ვოლკერმა PBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას, გულისხმობს თუ არა ის უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს, კურტ ვოლკერმა დადებითად უპასუხა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა