ირაკლი კოვზანაძე „თიბისი ბანკზე“ - ეროვნულ ბანკს ალტერნატივა არ ჰქონდა და მან საკუთარი მოვალეობა შეასრულა

მიმაჩნია, რომ ეროვნულ ბანკს და მის პრეზიდენტს დამოუკიდებლობა არ დაუკარგავს - ეროვნულ ბანკს ალტერნატივა არ ჰქონდა და მან საკუთარი მოვალეობა შეასრულა, - აღნიშნული განცხადება “თიბისი“ ბანკზე“ საუბრისას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გააკეთა.

“ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არის მაღალი კვალიფიკაციის ადამიანი და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გააკეთოს. რა უნდა ექნა ეროვნულ ბანკს?! მან მიიღო წერილი ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან და ის მოქმედებები ჩაატარა, რაც უნდა ჩაეტარებინა. ეროვნულ ბანკს სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა - მას საკუთარი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კოვზანაძემ აქვე განმარტა, რომ საზედამხედველო ფუნციების შესრულება ეროვნული ბანკის ვალდებულებაა.

პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა მიმდინარეობს. განხილვის მთავარი თემა “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებები და ასევე, საცალო დაკრედიტების შესახებ ამოქმედებული რეგულაციებია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა