ანონსი 6 აპრილი

6 აპრილს, 11:00 საათზე, ვაკის პარკში სხვადასხვა სპორტული ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ პრეზიდენტი მაია აზარაშვილი გახსნიან.

6 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის იმერეთის რეგიონულ ოფისში გაიმართება ბრიფინგი იმერეთის რეგიონში მოქმედი ადვოკატების მიმართ, სოციალურ ქსელებში, გავრცელებული შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მისამართი: ქუთაისი, ნოდარ დუმბაძის #8

საკონტაქტო: 598991881

6 აპრილს, 12:00 საათიდან, 18:00 საათამდე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, საქართველოში პირველად განათლების ფრანკოფონური გამოფენა სახელწოდებით ,,აირჩიე საფრანგეთი“ გაიმართება.

მის: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, მე- 3 კორპუსი, გუდიაშვილის ქ.N 7, საგამოფენო დარბაზი

6 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოში პროექტ ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან" ფარგლებში გაიმართება ღონისძიება ,,თბილისის გენგეგმების ისტორია 1934-2019 წწ".

თემას წარადგენს პროექტის ავტორი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია. ღონისძიებას დაესწრებიან საკრებულოს დეპუტატები და მოწვეული სტუმრები.

საკონტაქტო: ეკა კაკულია - ტელ: 599 248815

6 აპრილს, 12:00 საათზე, აგრარული უნივერსიტეტის წინ მდებარე ეკლესიასთან, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, საგანგებო აქცია-ბრიფინგს გამართავს. ადგილზე გაჟღერდება ტაქსისტთა საპროტესტო გამოსვლების უახლოესი, კონკრეტული გეგმები და მისი მოთხოვნები.

საკონტაქტო: ლაშა ჩხარტიშვლი - 558 29 69 80

6 აპრილს, 13:00 საათზე, რუსთავში დამოუკიდებელი დეპუტატები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრას გამართავენ.

მის: რუსთავი, მეგობრობის გამზირი #32 სასტუმრო "რუსთავი"

საკონტაქტო: ნია ქირია - 577417282

6 აპრილს, 14.00 საათზე, ზუგდიდში, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები შუალედურ არჩევნებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს გიორგი შენგელიას წარადგენენ

მის: ზუგდიდი, დადიანების სასახლის ეზო

6 აპრილს 15:00 საათზე, „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის რასმუსენის განცხადება.

მის: აბულაძის 8

6 აპრილს, 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის წინ, „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი - GeNPUD”, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი და ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტები გამართავენ საპროტესტო აქციას. აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ საკანონმდებლო რეგულაციას მართვის მოწმობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რაც ნარკოტიკული თრობის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

საკონტაქტო: მარინა ასათიანი 599 11 99 99

6 აპრილს, 17:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“, დეტექტივების მოყვარულებს რეალური დეტექტიური საქმის გამოძიების შესაძლებლობა ეძლევათ. ღონისძიებაზე მისული სტუმრები ჩაერთვებიან დეტექტიურ თამაშში, რომელსაც მწერალი თეა ინასარიძე გაუძღვება.

მის: კანდელაკის #7

6 აპრილს, 18:00 საათზე, „Stamba's Books • სტამბის წიგნებში“ გაიმართება ბერნარ ვერბერის წიგნის, „ანგელოზების იმპერია“ პრეზენტაცია. წიგნს წარადგენენ მთარგმნელი, მერაბ ფიფია და ილუსტრატორი, მაკა ზედელაშვილი.

მის: კოსტავას #14

6 აპრილს, 19:00 საათზე თბილისში, აბანოთუბანში, ამიერკავკასიაში ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფ aigroup-ის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, დედაქალაქის მერი, მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საკონტაქტო ნომერი: 599741097

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო