გიორგი შენგელია შამგონადან გატაცებულის ოჯახში იმყოფებოდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონადან, რამდენიმე საათის წინ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გელა როსტობასია ოჯახში ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსთან ერთად იმყოფებოდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს..

მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია, რათა მოხდეს გატაცებული გელა როსტობაიას დროულად გათავისუფლება.

,,ეს არის რუსული ოკუპაციის მორიგი გამოვლინება, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ყოველდღიურად ხდება ადამიანის უფლებების დარღვა. მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ მოხდეს გატაცებული ჩვენი მოქალაქის დროული გათავისუფლება“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო