თბილისის მერიაში სკოლის მოსწავლეებს თბილისის ტრანსპორტის პრიორიტეტები გააცნეს

თბილისის მერიაში ქუთაისელი უფროსკლასელებისთვის 2019-2021 წლებში თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მოსწავლეებთან შეხვედრა დედაქალაქის მერიისა და ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თანამშრომლობის საფუძველზე შედგა, რომლის მიზანია მოზარდებისთვის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების გაცნობა.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, თბილისის მერიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარება და მგზავრის ინტერესებზე მორგება. უახლოეს მომავალში მერია უკვე შეძენილ 90 ერთეულ „ევრო 6“ სტანდარტის ავტობუსს მიიღებს და ამავდროულად გამოცხადებულია ტენდერი 220 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე. გარდა იმისა, რომ ყველა ყვითელი ავტობუსი ახლებით ჩანაცვლდება, გათვალისწინებულია ავტობუსების პარკის მნიშვნელოვნად გაზრდა. ამავდროულად, თბილისის მეტროპოლიტენს კიდევ დაემატება ახალი შემადგენლობები.

რამდენიმე თვეში, მერია ფრანგული კომპანია „სისტრასგან“ თბილისის ახალ სამარშრუტო სქემასაც მიიღებს, რომლის საფუძველზე მოხდება ავტობუსების, მეტროპოლიტენისა და მიკროავტობუსების ერთმანეთთან სინქრონიზაცია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა