„ექსპო ჯორჯიაში“ სოფლის განვითარებისა და ამ შესაბამისი ეროვნული პოლიტიკის ჩამოყალიბების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

8 აპრილს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ სოფლის განვითარებისა და ამ შესაბამისი ეროვნული პოლიტიკის ჩამოყალიბების შესახებ, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

გაერო-ს განვითარების პროგრამის ინფორმაციით, კონფერენციას „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+. ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

მისივე ცნობით, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ სოფლის განვითარების წამყვანი ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები.

„კონფერენციის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. კონფერენციის მხარდამჭერია ევროკავშირი (EU) გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი.

კონფერენციის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას სოფლის განვითარების 2020-2027 წლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში. კონფერენციაზე ასევე გაიმართება მსჯელობა საუკეთესო ევროპული პრაქტიკის საქართველოში გამოყენებისა და ქართული რეალობისათვის ადაპტირების შესახებ“, - აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა