ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეთა არჩევის საკითხთან დაკავშირებით, რუსთავში საჯარო შეხვედრას მართავენ

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხთან დაკავშირებით, საჯარო შეხვედრას რუსთავში მართავენ.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, ეს არის პირველი საჯარო შეხვედრა ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით.

„გადავწყვიტეთ, რომ ხალხს ველაპარაკოთ და ავუხსნათ, თუ რატომ არის კანონპროექტი მნიშვნელოვანი, რომელიც წარვადგინეთ ჩვენ მოსამართლეთა არჩევის წესზე. ეხება უზენაეს სასამართლოში უვადოდ მოსამართლეების არჩევას და რატომ იქნებოდა უფრო მნიშვნელოვანი, სწორედ ხალხის განწყობა ესმოდეს საქართველოს პარლამენტს. კობახიძის მომზადებული კანონპროექტის მხარდაჭერა იქნება ძალიან სახიფათო, ძალიან ცუდი.

ამ განწყობას, რომელსაც მივიღებთ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ვაპირებთ გავუზიაროთ კოლეგებს, რათა გააცნობიერონ, რომ არ შეიძლება დაუპირისპირდე საკუთარ ხალხს, როდესაც ეს ეხება ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხს სამართლიანობას, სამართალს. ყველა უნდა აცნობიერებდეს, რომ ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები ბრუნდება ბუმერანგივით უკან", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა