პრეზიდენტის განცხადებით, ძალოსან თათია ლორთქიფანიძის ევროპის ჩემპიონატში არმონაწილეობა უსამართლობაა

ძალოსან თათია ლორთქიფანიძის ევროპის ჩემპიონატში არმონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. პრეზიდენტის განცხადებთ, გაუგებარია, რატომ არ მონაწილეობს სპორტსმენი ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატში.

მისივე თქმით, თათია ლორთქიფანიძეზე დიდი იმედები იყო დამყარებული.

„მე მინდა ერთი საკითხი გავაჟღერო. ეს არის ის უსამართლობა და საერთოდ გაუგებარია, არ მესმის ასეთი გადაწყვეტილება, როცა ადამიანს ბრინჯაოს მედალი აქვს და მასზე დიდი იმედები იყო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აღნიშნულ საკითხს ასევე გამოეხმაურა საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე. მისი განმარტებით, სპორტსმენი მწვრთნელების მითითებას არ ითვალისწინებდა და შეკრებებზე არ ესწრებოდა, რის გამოც ევროპის ჩემპიონატში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

„ყველას ვალდებულებაა, რომ დაემორჩილოს წესს, რაც ფედერაციას გააჩნია. იყო ვარჯიშების სისტემატური გაცდენა. უფროსი მწვრთნელი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მას აქვს შანსი გაიაზროს შენიშვნები და ამის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, რომ შემდეგ ჩემპიონატებში მონაწილეობა მიიღოს. თათია ლორთქიფანიძე ევროპის ჩენპიონატზე ვერ გამოვა. ეს მისთვის ცნობილი იყო 14 მარტს, როდესაც დასკვნით შეკრებაზე არ გამოცხადდა“, - განაცხადა გიორგი ასანიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს