თურქეთის მმართველი პარტიის მდივანი - ყველამ უნდა გაიაზროს თურქეთის როლი ნატო-ში

ყველამ უნდა გაიაზროს თურქეთის როლი ნატო-ში, - ამის შესახებ თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ მდივანმა, ომარ ჩელიქმა განაცხადა.

„აშშ-ს ხელმძღვანელობა დიდი ხანია ნატო-ს აკრიტიკებდა. ახლა კი აქცენტს აკეთებენ ნატო-ს მნიშვნელობაზე. თურქეთის ნატო-ს წევრობაზე მუდმივი დავა ნატო-ს ძირითადი ღირებულებების შესახებ დავაა“, - განაცხადა ომარ ჩელიქმა.

მისივე თქმით, თურქეთი ნატო-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ეს ქვეყანა ყოველთვის იმაზე მეტს აკეთებდა, ვიდრე მოეთხოვებოდა.

„თუ თურქეთს ნატო-დან გარიცხავთ, ქვეყანა, როგორც სუვერენული სახელმწიფო სისუსტეს არ გამოავლენს თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, თუმცა ნატო-ს დააკლდება ის უზარმაზარი წვლილი, რომელიც თურქეთს შეაქვს რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - აღნიშნა ჩელიქმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ თურქეთმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ნატო-ს მნიშვნელოვან წევრად დარჩეს. პენსმა ანკარას მოუწოდა უარი თქვას რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს C-400-ის შეძენაზე.

იხილეთ ვიდეო: ყველამ უნდა გაიაზროს თურქეთის როლი ნატო-ში - თურქეთის მმართველი პარტიის მდივანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა