მოროდიორობის თავიდან აცილების მიზნით, კორპუსს, სადაც აფეთქება მოხდა, 24-საათიან რეჟიმში დაცვის სამსახური დაიცავს

მოროდიორობის თავიდან აცილების მიზნით, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მეხუთე კორპუსს, სადაც დღეს აფეთქება მოხდა, 24-საათიან რეჟიმში დაცვის სამსახური დაიცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა განუცხადა.

„სადარბაზოს მარცხენა და მარჯვენა ფლიგელში მცხოვრები ოჯახები, რომლებსაც არ აქვთ თავშესაფარი, რამდენიმე დღე გადავიყვანთ სასტუმროში, რომლის ხარჯებსაც გამგეობა დაფარავს. ამის შემდგომ კი მათი ქირით უზრუნველყოფას მოვახდენთ. გამომდინარე იქიდან, რომ არ იკეტება საცხოვრებელი სახლის კარებები, ზოგს საერთოდ აღარ გააჩნია. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოროდიორობის ფაქტები, კორპუსს დაიცავს დაცვის სამსახური. მომხდარზე სრულად ინფორმირებულია თბილისის მერი და მერის მოადგილეები, რომლებსაც 15 წუთის ინტერვალში ვაწვდით ინფორმაციას და თქვენი მეშვეობითაც ვეუბნებით ხალხს, რომ უყურადღებოდ არცერთი მათგანი არ დარჩება“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მეხუთხე კორპუსის მეოთხე სართულზე, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო, აფეთქება დღეს მოხდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა