“ქართულმა ოცნებამ“ ზესტაფონის მერის შუალედურ არჩევნებში გიორგი გოგლიჩიძის კანდიდატურა წარადგინა

პარტია “ქართულმა ოცნებამ“ ზესტაფონის ამომრჩეველს მერის შუალედურ არჩევნებში გიორგი გოგლიჩიძის კანდიდატურა წარუდგინა. როგორც გოგლიჩიძის წარდგენისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, შუალედური არჩევნი არის იმის დასტური, რომ ხელისუფლებას ესმის საკუთარი მოსახლეობის ხმა, დაკვეთა და ასრულებს იმას, რაც საზოგადოებას სურს.

“გიორგი გოგლიჩიძე არის კანდიდატი, რომელიც არის განათლებული, პრინციპული და წესიერი ადამიანი. როდესაც მე მას ხელი ჩამოვართვი, დავრწმუნდი, რისიც ყოველთვის მჯეროდა - შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. არის შეზღუდული გარემო და ჩვენ ყველამ ეს გარემო უნდა გავხსნათ და გავაუმჯობესოთ“, - მიმართა შეკრებილებს არჩილ თალაკვაძემ.

მან აქვე აღნიშნა, რომ გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონში დაწყებულ საქმეებს დაასრულებს და ბოლომდე მიიყვანს.

19 მაისს საქართველოში პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა