ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით,  დიღმის მასივში, აფეთქების ადგილას  „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები  ოპერატიულად  მივიდნენ

დიღმის მასივის იმ კორპუსის, სადაც დღეს აფეთქება მოხდა, მეზობლად მცხოვრებ ნინო გვარლიანის განცხადებით, კომპანია „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ.

როგორც ადვილობრივი მცხოვრები ამბობს, აფეთქების ადგილზე „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები სასწრაფოზე და სამაშველო სამსახურზე ადრე მივიდნენ. ამასთან, მისი ინფორმაციით, ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, გაქირავებული იყო, თუმცა შემთხვევის დროს იქ არავინ იმყოფებოდა.

„წინა კორპუსში ვცხოვრობთ. საზარელი ხმა გაისმა, დაიმსხვრა შუშები. ჩვენი ბინა არ დაზიანებულა, მეზობლების შუშები დაიმსხვრა. გამოვედი შემთხვევის ადგილზე და „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები უკვე ადგილზე იყვნენ. შემდეგ მოვიდა სასწრაფო და სახანძრო. როგორც ამბობს მოსახლეობა, მესამე სართულზე გუშინ გაუქირავებია მცხოვრებელს ბინა და იქ უკვე შესახლებულები იყვნენ ადამიანები. მეოთხე სართულიდან გამოსულა ადამიანი, მოუკიდებია სიგარტისთვის და აფეთქდა. თვითონ გადმოვარდა და დაეცა მანქანას. ალბათ, ამის შედეგად გადარჩა“,- განაცხადა ნინო გვარლიანმა.

ის მომხდარს მოქალაქეების გაუფრთხილებლობას უკავშირებს, რადგან ამბობს, რომ კომპანიის ცხელ ხაზზე ზარი კორპუსში გაზის სუნის შესახებ 11:50 საათზე შევიდა, ხოლო აფეთქება 12:15 საათზე მოხდა. მოქალაქის განმარტებით, აფეთქების დროს „ყაზტრანსგაზის“ სამსახური უკვე ადგილზე იყო.

„ალბათ, უფრო მოსახლეობის გაუფრთხილებლობაა, რადგან 11:50-ზე დარეკილი ჰქონდათ და აფეთქება 12:15 თუ 20 წუთი იყო, რომ მოხდა, „ყაზტრანსგაზის“ სამსახური უკვე ადგილზე იდგა.აფეთქებიდან სადღაც 2 წუთში მე უკვე შემთხვევის ადგილზე ვიყავი, წინა კორპუსში ვცხოვრობ. 114-ის მანქანა იდგა, ჯერ არც სასწრაფო იყო მოსული და არც სახანძრო. „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომელსაც დამწვრობა აქვს მიღებული. დროც ხომ უნდა ადგილზე მოსვლას“, - აღნიშნა გვარლიანმა.

დიღმის მასივში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა, რამაც კედლის ჩამონგრევა გამოიწვია. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კომპანია "ყაზტრანსგაზმაც“.

"ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტების განმარტებით, დიღმის მასივში, მე-4 კვარტალის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ "ყაზტრანსგაზ თბილისის" მიერ გავრცელებული ვიდეო

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს