მაია რჩეულიშვილი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა

მაია რჩეულიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ის უნდა დაკითხულიყო, არ გამოცხადდა. საუბარია, „ცენტრ პოინტის" საქმეზე, „მიონის" ეპიზოდზე, სადაც რჩეულიშვილთან ერთად ბრალდებულია ასევე ქეთევან ჟორდანია.

შესაბამისად, დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო.

როგორც პროცესის დაწყებამდე რჩეულიშვილის ადვოკატმა, ბონდო ვათიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მაია რჩეულიშვილი კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი და დღევანდელ სხდომას არ დაესწრებოდა. ჯანმრთელობის თუ რა პრობლემა ჰქონდა მაია რჩეულიშვილს, ადვოკატი ვერ აკონკრეტებს. ის ვერც მისი დაცვის ქვეშ მყოფის კლინიკაში გადაყვანის თარიღს ასახელებს.

მისი თქმით, მაია რჩეულიშვილმა სასამართლოს მოხსენებითი ბარათით მიმართა, სადაც ის აღიშნავდა, რომ პროცესზე დასწრებაზე უარს აცხადებდა. აღნიშნულის მიზეზი მას განცხადებაში არ განუმარტავს.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს 2 წლიანი განხილვის ვადა 10 აპრილს ეწურება. შესაბამისად, მოსამართლემ განაჩენი ამ ვადაში უნდა გამოიტანოს.

მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს. რაც შეეხება ქეთევან ჟორდანიას, მას საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული.

იხილეთ ვიდეო: მაია რჩეულიშვილი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა