ენერგოომბუდსმენი დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებაზე - პირველადი ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლების მხრიდან დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია, გამოძახება არ იყო დროული

ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, დიღმის მასივში გუშინ მომხდარ აფეთქების საქმეზე, „ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლების მხრიდან დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია.

„ზარების ქრონოლოგია ვნახეთ და „ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლების მხრიდან დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია, რადგან 15 წუთამდე არ დასჭირდა მისვლა ობიექტზე. დაახლოებით 12-13 წუთზეა ლაპარაკი ინტერვალზე იმისათვის, რომ ადგილზე მისულიყვნენ, მაგრამ თვითონ გამოძახება არ იყო დროული და იქ მისულ კომპანიის თანამშრომლებს უკვე ფაქტი დახვდათ სახეზე. ეს არის ის პირველადი მოცემულობა, რაც დიღმის მასივთან დაკავშირებით მაქვს", - განაცხადა ენერგოომბუდსმენმა.

მისივე თქმით, დღეს შედგა ოფიციალური წერილი, რომელიც გაეგზავნება „ყაზტრანსგაზ თბილისს".

„მოვითხოვთ შესაბამის ოფიციალურ ინფორმაციას და ახსნა-განმარტებას, თუ რასთან გვქონდა საქმე", - აღნიშნა ენერგოომბუდსმენმა.

როგორც მან განაცხადა, „გუშინდელმა შემთხვევამ დაგვანახა, რომ ჩვენ რეალური საფრთხის წინაშე მაინც ვიმყოფებით".

„მე ყოველ ჯერზე მაინტერესებს იმ ლიცენზიანტი კომპანიის ქმედებები, რომლებიც გვაწვდიან მომსახურებას, რამდენად კარგად ემსახურებიან მომხმარებელს, რამდენად აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მოახდინონ პრევენცია. ამ კონკრეტულ შეთხვევაშიც, რომელიც გუშინ განხორციელდა დიღმის მასივში, ჩემი კვლევის საგანია, პირველ რიგში ის, დროულად მოახდინა თუ არა რეაგირება კომპანიამ. რამდენად ჩაატარეს იქ მისულმა თანამშრომლებმა თავისი სამუშაოები, რომლებიც უნდა ჩაეტარებინათ, ან რატომ ვერ მოახერხეს თავის დროზე მისვლა", - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

ცნობისთვის, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსის მე-4 სართულზე, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო აფეთქება გუშინ მოხდა. დაშავებულია 7 ადამიანი, აქედან ერთი 8 თვის ბავშვია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა