ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში აქცია გაიმართა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა სოფლის გაზიფიცირება და წყლის პრობლემის მოგვარება მოითხოვეს.

„ჩვენი სოფელი ყველასგან მივიწყებულია. ირგვლივ სოფელები გაზფიცირებულია. ჩვენ კი უამრავი პრობლემა გვაქვს და ყურადღებას არავინ გვაქცევს. გაზი არ არის, წყალი არაა, ფაროსანამაც გაგვინადგურა ყველაფერი. არადა, ჩვენი ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა. დღეს გზის გადაკეტვას ვაპირებდით, მაგრამ ხელისუფლების თხოვნით თავი შევიკავეთ. დრო მივეცით მათ. თუ დანაპირებს არ შეასრულებენ, საპროტესტო აქციებს მოვაწყობთ", - განაცხადა ადგილობრივმა ნათელა მხეცაძემ.

აქციის მონაწილეებს სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია შეხვდა. მან მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და უახლოეს მომავალში მათ მოგვარებას დაჰპირდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა