დავით ჭიჭინაძე - რა არის ირაკლი კობახიძე ტურისტივით რომ მოგზაურობს და ამდენი თანხა დახარჯა მივლინებებში?

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხშირი მივლინებების გამო გააკრიტიკა.

ჭიჭინაძემ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე „ტურისტივით მოგზაურობს“.

„ისე სჯობს, როდესაც ასეთ სხდომებს ნიშნავთ, თვითონაც აქ ბრძანდებოდეს. რა არის ტურისტივით რომ მოგზაურობს და ამდენი თანხა რომ დახარჯა მივლინებებში? - სამაგისო რა გააკეთა?!“ - მიმართა დავით ჭიჭინაძემ უმრავლესობის წევრებს.

ამასთან, უმრავლესობის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე დამოუკიდებელი დეპუტატებისათვის არავის უცნობებია და ამის თაობაზე მათ შემთხვევით გაიგეს.

“დამოუკიდებელ დეპუტატებს სად უნდა გაგვეგო, ვინ უნდა შეწუხებულიყო, რომ დღევანდელი სხდომის შესახებ გაგვეგო? - არსებობს პარლამენტის მეილები, სადაც არავითარი ინფორმაცია მოსული არ არის. არაფერია მოსული იქ, სადაც სმს-ები მოდის. რეგლამენტში წერია, რომ როგორც კი პრეზიდენტი გამოაცხადებს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, დეპუტატებს დაუყონებლივ უნდა გვეცნობოს. დღეს მე კომიტეტის სხდომაზე მოვედი და შემთხვევით გაირკვა, რომ არის პარლამენტის პლენარული სხდომა“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომის გახსნისას.

ჭიჭინაძეს სხდომის წამყვანმა გია ვოლსკიმ მიმართა, რომ რიგგარეშე სხდომის გამართვის თაობაზე ინფორმაცია პარლამენტის ვებ-გვერდზე იყო გამოქვეყნებული, რაზეც ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ დეპუტატებს სხდომის მოწვევა დაუყონებლივ უნდა ეცნობოთ და ვალდებული არ იყო შაბათ-კვირას პარლამენტის საიტზე შესულიყო.

ამის შემდეგ ვოლსკიმ პარლამენტის აპარატს მიმართა, დაადგინოს და პარლამენტს მომდევნო სხდომაზე აცნობოს, ვინ აცნობა დამოუკიდებელ დეპუტატებს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე და როდის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა