“ნაცმოძრაობა“ ითხოვს პასუხს კითხვაზე, დაირღვა თუ არა რეგლამენტი, რომლის მიხედვით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე დეპუტატებს პირადად უნდა ეცნობოთ

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს პასუხს კითხვაზე, დაირღვა თუ არა რეგლამენტი, რომლის მიხედვით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ დეპუტატებს პირადად უნდა ეცნობოთ.

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასევე დასვა საკითხი იმის თაობაზე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ემსჯელა, იყო თუ არა უფლებამოსილი დღევანდელი სხდომა.

აღნიშნული საკითხი პლენარული სხდომის გახსნისას ხანგრძლივი კამათის საგანი იყო.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, არც მათ და არც სხვა ფრაქციებს, მათ შორის არც პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე პირადად არ ეცნობათ.

“გზავნილი უმრავლესობის “ჩატში“ მოვიდა და დანარჩენებს აქედან გამომდინარე უნდა სცოდნოდათ? ასე წყდება რიგგარეშე სხდომის მოწვევის და უფლებამოსილების საკითხები? ვიდრე ამ კითხვას პასუხი არ გაეცემა, არ იქნება მართებული სხდომის გაგრძელება“, - მიმართა სხდომის წამყვანს გია ვოსლკის თინა ბოკუჩავამ.

ამ თემაზე დისკუსიის მიუხედავად, პრეზიდენტის აქტით მოწვეული რიგგარეშე სხდომა მაინც გაიხსნა.

რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა გრძელდება, რომელიც “თიბისი ბანკისა“ და ახალი საბანკო რეგულაციების თაობაზე პარლამენტის წინაშე 5 აპრილის პლენარულ სხდომაზე წარსდგა, თუმცა მოსმენის დასრულება ვერ მოესწრო.

გარდა ამისა, მესამე მოსმენით განმეორებით კენჭისყრაზე დადგება სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც 5 აპრილის სხდომაზე დამტკიცებისათვის ხმები არ ეყო და კენჭისყრის შედეგად ჩავარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა