ნუკრი ქანთარია - პასუხისმგებელი პირი უნდა გამოიკვეთოს, ვინც ვალდებული იქნება, რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატები გააფრთხილოს

პასუხისმგებელი პირი უნდა გამოიკვეთოს, ვინც ვალდებული იქნება, გააფრთხილოს დამოუკიდებელი დეპუტატები პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია ჰქონდა, ხოლო თუ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ამის შესახებ არ იცოდნენ, ეს ძალიან ცუდია და ისინი ინფორმაციას თავისით არ უნდა იძიებდნენ.

„დამოუკიდებელ დეპუტატებს შეიძლება, მართლაც არ მიუღიათ შეტყობინება. მე ვიცოდი, გამოცხადებულიც იყო და მოკლე ტექსტური შეტყობინებები მოდიოდა. ფრაქციის წარმომადგენლები სულ რეკავდნენ და კითხულობდნენ, ხომ დაესწრებითო. ძალიან ცუდია რაც ახლა ითქვა, რომ ინფორმაციას არ გვაწვდიანო. ასე დატოვებული დამოუკიდებელი დეპუტატები, რომ ინფორმაცია თავისით უნდა მოიძიონ, ეს არ შედის დეპუტატის უფლება-მოვალეობაში, მით უმეტეს, როცა რიგგარეშე სხდომა იმართება. ასე რომ, მე მგონი, ეს ხარვეზი აუცილებლად გამოსაკვეთია. პასუხისმგებელი პირი უნდა გამოიკვეთოს, ვინც ვალდებული იქნება, გააფრთხილოს ეს ხალხი", - განაცხადა ქანთარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა